აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების „გადამწყვეტი და ძლიერი“ ტალღა დაიწყო

შეერთებულმა შტატებმა იემენში “ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების "გადამწყვეტი და ძლიერი" ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმებია.

„ირანის მიერ დაფინანსებული “ჰუსიტი“ ავაზაკები რაკეტებს ესროდნენ აშშ-ის თვითმფრინავებს და თავს ესხმოდნენ ჩვენს ჯარებსა და მოკავშირეებს“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მათი „მეკობრეობა, ძალადობა და ტერორიზმი“ მილიარდობით დოლარი დაჯდა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

მისი თქმით, ის, ვინც ამერიკელ ხალხს და მის პრეზიდენტს ემუქრება, სრულად აგებს პასუხს.

„ნუ დაემუქრებით ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც მიიღო საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი, ან მსოფლიოს ნაოსნობის მარშრუტებს. თუ ასე მოიქცევით, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა სრულად გაგებინებთ პასუხს. ვერცერთი ტერორისტული ძალა ვერ შეაჩერებს ამერიკულ კომერციულ და საზღვაო გემებს თავისუფლად იცურონ მსოფლიოს წყლის მარშუტებზე“, - განაცხადა ტრამპმა.

„ჰუსიტების“ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათი ძალები აშშ-ის დარტყმებს უპასუხებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება