მედია - „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი USAGM-მა გრანტები შეუწყვიტა

“ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონული წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში ყოფნისას სამთავრობო შენობებსა და სისტემებში შესვლის უფლება არ აქვთ და მათ პირადი ელექტრონული ფოსტით და მობილური ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე „რადიო თავისუფალ აზიას“, რომელიც მაუწყებლობს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, გრანტები შეუწყვიტა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება