კანადის პრემიერი - დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან - უნდა შეწყვიტოს თავდასხმები

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის მშვიდობის გზები განიხილა.

„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პრეზიდენტ ზელენსკის და ბევრ ჩვენს უახლოეს მოკავშირეს, რათა განგვეხილა უკრაინის გზა მშვიდობისკენ. კანადა მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებას. ახლა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები. დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. “დიდი შვიდეულის“ მიერ შარლევუაში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, გავამკაცრებთ სანქციების მონიტორინგს“, - წერს კანადის პრემიერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, კანადა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა და უზრუნველყოფს, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად როგორც ახლა, ასევე მომავალში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი