მიხაილო პოდოლიაკი პუტინზე - პარალელურ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ამბობს, რომ უკვე ყველა დაამარცხა და ალყაში მოაქცია, რომ ყველა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი

უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგი, სინქრონიზებული პოზიცია აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან დისკუსია რთული იქნება, რადგან ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნები შუამავლის როლს ასრულებენ, ბევრი პროცესი მათთვის უფრო მარტივი ჩანს.

"დიახ, დისკუსია რთული იქნება. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდწილად ეხება ჩვენს მომავალს და ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნები შუამავლის როლს ასრულებენ, ბევრი პროცესი მათთვის უფრო მარტივი ჩანს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ფუნდამენტური, ღირებულებების ომი და არა ომი რაღაც მცირე ტერიტორიისთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ აქვს.

„რაშიც ეჭვი არ მეპარება ისაა, რომ საკუთარ პარალელურ სამყაროში მცხოვრები ეს ადამიანი ამბობს, რომ უკვე ყველა დაამარცხა და ალყაში მოაქცია, რომ ყველა უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი. ამას ის პირდაპირ ამბობს. ანუ ადამიანი აღმოჩნდა აბსოლუტურად არაადეკვატური სამხედრო ოპერაციების წარმართვის თვალსაზრისით. სამი წელია იბრძვის და ყველა დაამარცხა უკვე მეასედ. ვფიქრობ, ეს არგუმენტები იყო“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს