ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომის კიდევ ერთი კვირა მოიპარა

ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების და ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა - ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს დიპლომატიის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს. მაგრამ ახლა ყოველი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვა. უნდა გვახსოვდეს - ეს არის ჩვენი ჯარის, მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ყველას, ვინც უკრაინის თავდაცვისთვის მოქმედებს.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ ავიწყდება, რომ უკრაინის თავდაცვა და სიმტკიცე უმთავრესია. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცის, თითოეული ჩვენი ქვედანაყოფის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი თავდაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. უნდა გვახსოვდეს - სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი