მარკო რუბიო უკრაინაში ომის დასრულებაზე - არსებობს გეგმა A და გეგმა B - რთულია მოლაპარაკება ომის სამუდამო დასრულების შესახებ, სანამ ისინი ერთმანეთს ესვრიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის აშშ-ის სტრატეგია ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: გეგმა A-ს და გეგმა B-ს.

„მინდა ყველამ გაიგოს, არსებობს გეგმა. გეგმა A არის, სროლის შეწყვეტა, რათა გადავიდეთ გეგმა B-ზე, მეორე ფაზაზე, რომელიც არის ყველას დაჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან, შესაძლოა არა - შესაძლოა, მაქოს დიპლომატიის საშუალებით, გამოვნახოთ გზა, რომ სამუდამოდ დასრულდეს ეს ომი ისე, რომ იყოს მშვიდობა იყოს მდგრადი და პატივს სცემდეს ყველას საჭიროებებს“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ომის ხანგრძლივი დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რთულია, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.

„არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ იმ მეორე ნაწილამდე, სანამ პირველ ნაწილს არ გადავლახავთ. რთულია მოლაპარაკება ომის სამუდამო დასრულების შესახებ, სანამ ისინი ერთმანეთს ესვრიან და ამიტომ პრეზიდენტს სურს ცეცხლის შეწყვეტა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, იმ პირობით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს თავისთავად ადვილი არ იქნება. მეორე ფაზა არის მოლაპარაკებები რაღაც უფრო მდგრადისა და მუდმივის მისაღწევად. ეს რთული იქნება. ეს მოითხოვს ბევრ შრომას, დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ეს ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამის შესახებ და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი