რუსტემ უმეროვი - კურსკში არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი არ არის ალყაში

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი არ არის ალყაში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას.

"ჩვენი ძალების შენარჩუნების მიზნით, განვახორციელეთ დაგეგმილი ხელახალი განლაგება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე. ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები „ალყაში მოქცეული ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის" შესახებ არ შეესაბამება რეალობას“, - აღნიშნა უმეროვმა.

მისი თქმით, რუსებმა მსგავსი ინფორმაცია 2024 წლის შემოდგომაზე BRICS-ის სამიტზეც გაავრცელეს, მაგრამ ეს არც მაშინ არ დადასტურდა.

„რუსეთი ახლა ისევ ავრცელებს პროპაგანდას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დაცვას და ასევე განვახორციელებთ შეტევით მოქმედებებს მტრის ფლანგებზე, რათა არ მოხდეს მათი წინსვლა ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება