სამინისტრო - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა - ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრის შემთხვევები დაფიქსირდა, რომელთა გამოწვევის შესაძლო მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები - დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურება - კანონი 4-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება