გურამ მაჭარაშვილი - ვსაუბრობდით, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის რესურსი არ იყო - დღეს უკვე დაგვეთანხმა ბატონი ხაბეიშვილი, ერთმანეთს „ვჭამთ“ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო

სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მითუმეტეს კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო - დასრულდა ამბავი, რომელსაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად „კოლექტიური ნაცმოძრაობა შეჭამა“.

„ჩვენ სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მითუმეტეს კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო. დღეს უკვე დაგვეთანხმა ბატონი ხაბეიშვილი - ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა დავეთანხმოთ ხაბეიშვილს - რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი ერთ განცხადებასა და მიდგომაზეც ვერ შეთანხმებულან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად „შეჭამა“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, დასრულდა ამბავი, რომელსაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“.

დეპუტატის თქმით, „გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ ზურაბიშვილიც მზეც ჩაესვენა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება“.

„ამიტომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქით შეუტიოს. ზურაბიშვილი როდის იყო ძლიერი, ახლა რომ ამბობს სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა ჩვენ მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ვუსურვეთ ზურაბიშვილი და მიიღეს ლიდერად - ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ თურმე ზურაბიშვილი სუსტია და ა.შ.

ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდათ, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და „კოლექტიური ნაცმოძრაობაც“ მართულები არიან უცხოეთიდან. შესაბამისად, უცხოური ძალა არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ შეეკითხებოდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო