თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას - პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები აცხადებენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია.

მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, ამას ამბობს საქართველოს ისტორია და ამას იტყვის საქართველოს მომავალიც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის