ივანე ჩხაიძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია - თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია-თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ „A“ ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა „B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს.

„თებერვლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მარტის მეორე კვირაა, ყოველ კვირა მცირდება იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები არიან რესპირაციული ვირუსებით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, გრიპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად. გრიპი წარმოადგენს დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს. თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა.

სეზონის დასაწყისში თუ „A“ ტიპის ვირუსი იყო უფრო მეტად გავრცელებული, ახლა „B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მაჩვენებელს, როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, გრიპის ვირუსი მაინც ჭარბობს, შესაბამისად, მომართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში მაღალი რჩება.

გარდა ამისა, მან ჰაერის ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ტემპერატურის ვარდნა მაღლიდან დაბალზე, გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. საუბარი არ არის პირდაპირ ზემოქმედებაზე. სითბო და სიცივე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა როდესაც რესპირაციულ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს, როდესაც გარეთ მზიანი ამინდია, ბევრი ბავშვი ატარებს დროს ღია სივრცეში, ხოლო როდესაც აცივდება, უფრო მეტი ბავშვი ბრუნდება ჩაკეტილ სივრცეში. დახურულ სივრცეში უფრო მეტია ვირუსების გავრცელების ალბათობა.

შესაძლებელია, მომავალ კვირას, ამინდის ცვლილების შედეგად უფრო აქტიური იყოს რესპირაციული ვირუსული ინფექციების იდენტიფიცირება. ძნელად წარმოსადგენია აცივებას ინფიცირების მკვეთრი მატება მოჰყვეს“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირაში".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო