დავით მათიკაშვილი - სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს

სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.

მისი თქმით, „ევროკავშირის ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, უნდა დაასრულოს“.

„სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაზე უკეთესი იქნება, კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიას, უკვე დროა ამ ბიუროკრატიამ საკუთარი საცეცები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ სხვადასხვა ქვეყნებში არა იმ ქვეყნის, ევროკავშირის და ევროპული ინტერესებისთვის, არამედ „დიფ სთეითის“ და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვიან, დაასრულოს. ამ ყველაფრის მაგალითი აიღოს აშშ-სგან და იმ პროგრესული იდეებისგან, რომელიც ევროპას მოეწოდება ვაშინგტონიდან იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ეს აღვირახსნილი ჩარევის მცდელობა საბოლოოდ აღიკვეთოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა: „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს“. მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

„ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კალასმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება