არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენისთვის ბეტონის სამუშაოები დასრულებულია - 23 მარტს, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის, უკვე ჩასხმულია ბეტონი, რომლის საჭირო მდგრადობის მინიმალურ დროში მისაღწევად გამოყენებული იქნა შესაბამისი დანამატები. ბეტონის გაშრობისთანავე მოეწყობა ასფალტის საფარი და 23 მარტს, კვირას, ხიდზე სრულად აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლოს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.

მდინარე არაგვის ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება