არჩილ გორდულაძის განცხადებით, მედიაორგანიზაციების დაჯარიმების თაობაზე კომუნიკაციების კომისიის მიერ 2025 წლის 1-ელ ივნისამდე მიღებული გადაწყვეტილებები არ აღსრულდება

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ მედიაორგანიზაციებს “ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში“ ჯარიმები 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დაეკისრება, კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება აღსასრულებლად არ მიექცევა.

როგორც გორდულაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მმართველ გუნდს არ დასწამონ ცილი, რომ სურს, მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევა და მათ მიმართ ჯარიმების და გაფრთხილებების მექანიზმების მომენტალურად, ყოველგვარი დროის გარეშე ამოქმედება.

“ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაუწყებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკიდან და კომისიის მითითებებიდან გამომდინარე კანონი დაიცვან და ზუსტი და ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვები და შეზღუდვები წესდება. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონის პროექტია ინიცირებული. ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება