კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე - ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ტყუილს ეფუძნება და მას არანაირი ფასი არ აქვს.

„ჩვენ ასეთ არასამართლიან განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ. ეს არახალია ჩვენთვის. ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 ქვეყანა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და განაცხადა, რომ „ეს ჩვეულებრივი სისულელეა“.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. უმჯობესია, მიხედონ თავიანთ ქვეყნებს და თავი დაანებონ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა, რომ „ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს