კახა კალაძე - ოპოზიციურ პარტიებს, როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს, არანაირი შანსი არ აქვთ რაიმე წარმატებას მიაღწიონ

[ოპოზიციურ პარტიებს] როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს „ოპოზიცია გაერთიანებული იქნება თუ არა“.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან, [თუ] გაერთიანებულები. რა თქმა უნდა, თავიანთ პატრონებს სურვილი ჰქონდათ, რომ რაღაც ერთი პლატფორმა შექმნილიყო, ყველა ყოფილიყო გაერთიანებული, თუმცა ცხადია, ეს არ გამოსდით. ისინი ერთმანეთის ლანძღვაში ატარებენ დროს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ მათ როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებებს“, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ჟურნალისტებთან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ პოზიციას დააფიქსირებენ, რასაც „გარედან ეტყვიან“.

„არ ვიცი, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია, რასაც ეტყვიან გარედან, იმას გააკეთებენ. ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, შესაბამისად, ელოდებიან, გარედან რა მითითებები იქნება. რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი არცერთ მუნიციპალიტეტში არ გააჩნიათ. ქართველი ხალხის თანადგომით „ქართული ოცნება“ გამარჯვებული იქნება ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა