Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში

პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულება შეუქცევადად მიმდინარე გლობალური პროცესია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრების რუტინას ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიები განსაზღვრავს.

დიჯიტალიზაციის გლობალურ ტენდენციიას საქართველოს ბაზარიც ერთმნიშვნელოვნად იზიარებს და სწორედ ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს Profy - პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სახლის ყველა პრობლემას აგვარებს.

Profy ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს - იგი ერთამენთთან აკავშირებს სახლის მეპატრონეებსა და პროფესიონალებს, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებები კი მოიცავს როგორც დალაგების სერვისს, ისე ხელოსნის, სანტექნიკის, ქიმწმენდის, IT-სა და სხვა მომსახურებებს, რომლებიც სახლის მოვლა-პატრონობას უკავშირდება.

მაინც რა უპირატესობები აქვს Profy-ს?

კომფორტი, დროისა და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობა - Profy სახლის პრობლემების მოგვარების მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სასურველ პროფესიონალის მოსაძიებლად არც სახლიდან გასვლა მოგიწევთ, არც ნაცნობებთან მოკითხვა, არც იმაზე ნერვიულობა, ნამდვილად სანდო და კვალიფიციურია თუ არა ეს სპეციალისტი. ამ ყველა პროცესს პროფის აპლიკაცია გიმარტივებთ. აპლიკაციის მოხმარება ძალზედ მარტივია: საჭიროა შესაბამისი სერვისის შერჩევა, შემდგომ პროფესიონალის არჩევა რეიტინგისა და შეფასებების მიხედვით, და სასურველი დროის დაჯავშნა ვიზიტისათვის.

გამარტივებული კომუნიკაცია პროფესიონალებთან- ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ხელოსანთან და დამლაგებელთან კომუნიკაცია არ არის მარტივი. ხშირია გაუგებრობობა როგორც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე, ასევე დროზე და ანაზღაურების წესზე. ხშირად მომსახურების რეალური ღირებულება თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ცნობილი მხოლოდ მომსახურების გაწევის შემდეგ ხდება. Profy-ს აპლიკაციაში თქვენთვის წინასწარაა ცნობილი მომსახურების ღირებულება, ანგარიშსწორება კი უსაფრთხოდ და დაცულად ხორციელდება.

ქონების დაზიანების რისკებისგან დაზღვევა - შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, გაფუჭებული წყლის მილისა თუ გათბობის სისტემის შეკეთება სახლის დაზიანების რისკებს შეიცავს. თუკი თქვენი სახლი Profy-ს მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად დაზიანდა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - Profy ქონების დაზიანების რისკების დაზღვევით სარგებლობს.

და ეს ყველაფერი არ არის! Profy იზრდება და იხვეწება, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი აპლიკაციისა და საიტის რებრენდინგი და რედიზაინი განხორციელდა: შეიცვალა Profy-ს ინტერფეისი და ლოგო, ახლა აპში ნავიგაცია გაცილებით მარტივი გახდა. აპლიკაციაში შეხვდებით ახალ, ფავორიტების ფუნქციონალსაც - თუკი პროფესიონალს 4 ან 5 ვარსკვლავით შეაფასებთ, მასთან პირადი ჩათი მუდმივად ხელმისაწვდომი გექნებათ. ასევე შეძლებთ მის პროფილზე ნახოთ დამატებით რა სერვისებს შეთავაზება შეუძლია მას, ხოლო თუკი თქვენს ნაცნობს ან მეგობარს დასჭირდება კარგი პროფესიონალი, თქვენ მარტივად შეგეძლებათ თქვენი ფავორიტი პროფის ბმულის გაზიარება. Profy-სთვის სერვისის მიწოდების ხარისხი პრიორიტეტულია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 10 შესრულებული სამუშაოდან 9 შემთხვევაში პროფესიონალი იღებს 5 ვარსკვლავიან შეფასებას.

ერთი სიტყვით, Profy-მ სახლის მოვლასთან დაკავშირებული ყველა პროცესი გააციფრულა. აპლიკაციის მეშვეობით თქვენ გაქვთ პირდაპირი წვდომა სახლის მოვლის 10 კატეგორიაზე 500 ზე მეტ სერვისზე და 600-მდე პროფესიონალზე. რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით თქვენ შეგიძლიათ 45 წუთში მიიღოთ სასურველი მომსახურება.

რედიზაინთან დაკავშირებული ყველა სიახლე პროფიში უკვე ამოქმედებულია, ამიტომ, თუ ჯერ არ გაქვთ მისი აპლიკაცია, გადადით ამ ბმულზე, გადმოწერეთ პროფი და გაიმარტივეთ რთული საყოფაცხოვრებო საკითხები.

(R)

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის