იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ხელმისაწვდომია „ლიბერთის” ყველა ციფრულ პლატფორმაზე

2025 წლის მარტიდან, ლიბერთის მომხმარებლები, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას ლიბერთის ყველა ციფრული არხიდან შეძლებენ.

ლიბერთისა და იმედი L-ის პარტნიორობა უკვე ერთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა ეტაპობრივად ინერგებოდა სხვადასხვა არხში. ამ ეტაპზე, პროდუქტის დეველოპმენტი დასრულებულია და უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკში და ციფრულ საგადამხდელო პლატფორმაზე - pay.ge.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევაზე ხელმისაწვდომობა იყოს მარტივი და მომხმარებელმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს პოლისის შეძენა. გვიხარია, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, დღეს მათ ციფრულ პლატფორმებზეც შესაძლებელია” - Ნათია ანასტასიადი - არასამედიცინო დაზღვევების და საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

„ერთი წელია, რაც სადაზღვევო კომპანია იმედი L-თან პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა Pay.ge-დან სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. ახლა, ეს მომსახურება კიდევ უფრო მოსახერხებელია – სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე მობაილ ბანკშიც არის ხელმისაწვდომი. „ლიბერთის“ მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე ციფრული პროდუქტები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს." – დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება