ელენე ხოშტარია - ფონდების ეშინიათ და დასდევენ - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ

„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და „ფროსფერითი ჯორჯიას“ დაყადაღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად.

„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“, - წერს ხოშტარია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, „ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. „ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

"კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო