ირაკლი კირცხალია - როცა პოზიციონირებ, როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს

როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ მედიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია მაუწყებლობის სწორი გაგებით ჩარჩოში მოქცევაზე ეს იმ ონლაინ გამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც ეს მედია - მაუწყებლობები ფლობენ.

„მინდა განვმარტო ერთი რამ - როდესაც ვსაუბრობთ მაუწყებლობის სწორი გაგებით ჩარჩოში მოქცევაზე, ანუ იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ყველა წამყვანი ქვეყანა ხელმძღვანელობს, ეს რა თქმა უნდა, იმ ონლაინ გამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც პირველ რიგში ეს მედია და მაუწყებლობები ფლობენ. 21-ე საუკუნეში ვართ მხოლოდ ტელევიზორი ხომ არ გვაქვს? ზოგი ტელეფონიდან, ინტერნეტსივრციდან იღებს ინფორმაციას. აქ ალოგიკური და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. ასე რომ, სრულიად ლოგიკური ინიციატივა იყო, რომ თუ მაუწყებელს ეხება, მაუწყებლის მხრიდან მართულ ონლაინ მედიას რატომ არ უნდა ეხებოდეს? ან თუნდაც არამაუწყებელს, როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ როგორც ონლაინ მედია და ობიექტურად მიგაჩნია შენი თავი, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა ის მედია სტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიო ყველა წამყვან დემოკრატიაში მოქმედებს. მე თქვენი კოლეგებისგან და არამხოლოდ მოვისმინე რაღაც შეშფოთება არამხოლოდ ონლაინ მედიაზე, არამედ ზოგადად როცა მაუწყებელზე დაანონსდა ეს ყველაფერი. უბრალოდ, გასაკვირია და ისევ და ისევ კითხვის ნიშანს აჩენს იმ აღშფოთებულ ადამიანზე, რომ ესე იგი რაიმე დასამალი აქვს”, - განაცხადა კირცხალიამ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვები და შეზღუდვები წესდება. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონის პროექტია ინიცირებული. ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი