სტიქაროსნის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიაში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს

სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიაში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა გაიტანეს.

როგორც სტიქაროსანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინაც გატეხეს სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თუმცა შედეგად არავინ დასჯილა. როგორც სტიქაროსანი აღნიშნავს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„შაბათს ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ორი ტაძარია და ორივე ტაძრიდან არის შესაწირი წაღებული. 4-5 წლის წინ, მოოქრული ხატები დალეწეს და წაიღეს. ამჯერად ხატებს არავინ შეხებია, კარებია შემტვრეული და თანხაა წაღებული. პოლიციას ვაცნობეთ. წინა შემთხვევაზეც ვაცნობეთ პოლიციას, თუმცა ვერ გამოიძიეს და დამნაშავეც ვერ გამოავლინეს. არ მაქვს იმედი, რომ ახლა დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება. ახლა დამირეკეს ძაღლიც მოგვყავსო, არ ვიცი, რამდენად მოახდენენ დამნაშავის მოძებნას. გზაზე არის სუპერმარკეტები, წვალების გარეშე შეუძლიათ ამოიღონ კადრები, ნახონ, ვინ არის ამოსული იმ გზაზე“, - აღნიშნავს სტიქაროსანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს