არჩილ გორდულაძე ფონდებზე - ანგაჟირებული, მართული და მართვადი ადამიანები ცდილობენ, სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ, წამებულის მანტია მოირგონ - ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება

ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადები არიან და უმრავლეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ და აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე ფონდის დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფონდები იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა „წამებულის მანტია“ მოირგონ.

„ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადი არიან და უმრავლეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ. აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა, როცა სამართალდამცავები განმარტებას აკეთებენ, თუ რა არის ფონდების დაყადაღების საფუძველი, თუმცა იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წამებულის მანტია მოირგონ. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც სამართლიანი სასამართლოს ფორმატში წერტილი დაესმება. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა - სააკაშვილის, მელიას, უგულავას თუ „რ2”-ის საქმეზე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ როგორმე, ეს საქმეები პოლიტიკურ მდგენელში გადაეზარდათ. მაგრამ ეს ადამიანები საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თან მერამდენედ? დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, რომ სამართლებრივად თავიანთი უფლებების დაცვა სადმე გააგრძელონ, ისევ და ისევ დამარცხდებიან საქართველოსთან ბრძოლაში. ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით”, - განაცხადა გორდულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება