ადვოკატი - 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენია, სრულწლოვანია და აბიტურიენტია, ერთმანეთს არ იცნობდნენ - რაც გადმოცემით ვიცი, კონფლიქტი ბარში შესვლას უკავშირდება

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, დაკავებული 18 წლის არის.

მისივე თქმით, მოკლული გიორგი ახალაია და დაკავებული ერთმანეთს არ იცნობდნენ.

„ახლა მივდივარ წინასწარი დაკავების იზოლატორში და შევაკითხავ. კომუნიკაცია მქონდა მისი ოჯახის წევრებთან. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარ ფაქტს, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს. საკმაოდ დიდი ტრაგედიაა. ბიჭები, თითქმის თანატოლები არიან. ბრალდებული სპორტსმენია. დაკავებული არის 18 წლის. სრულწლოვანია და აბიტურიენტია. ერთმანეთს არ იცნობდნენ. რაც გადმოცემით ვიცი, ბარში შესვლას უკავშირდება კონფლიქტი. ოჯახმაც ის იცის, რაც ტელევიზორიდან გაიგეს.

დაკავებული მხოლოდ გიორგია. მას ბრალს რამდენიმე წუთში იზოლატორში გააცნობენ“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება