გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 მარტს 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, საგურამოს, ქართლის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, წიწამურში, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ საგურამოში.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, ბულაჩაური, საკრამული, ბაგა, ქუბრიაანი, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, წითელსოფელი, აბანოსხევი, ლაშარის ჯვარი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ქვემო არანისში, ჟინვალში. 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, ძებნიაურები და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 13:30 საათამდე და 14:00-დან 16:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლების ნაწილს დაბა სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება