კაია კალასი „რადიო თავისუფლებაზე“ - ახლა ჩვენს წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს - ეს ავტომატურად არ მოხდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სამწუხაროს უწოდებს აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტას “რადიო თავისუფლებისთვის“.

კაია კალასი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერებისა და „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენ წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით ის სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრი ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც იმავე თხოვნით მოგვმართავენ“, - განაცხადა კაია კალასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება