დონალდ ტრამპი - ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან - პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება

ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის ხელმძღვანელობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„არავინ მოტყუვდეს! „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული ასობით თავდასხმა, იემენში დაფუძნებული ბოროტი განგსტერებისა და ავაზაკების მიერ, რომლებსაც იემენელი ხალხი სძულთ, ირანიდან მოდის და ირანში იქმნება. „ჰუსიტების“ ნებისმიერ შემდგომ თავდასხმასა და საპასუხო ნაბიჯს დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, „ირანი „უდანაშაულო მსხვერპლის“ როლს თამაშობს, თითქოს „ჰუსიტებზე“ კონტროლი დაკარგეს, მაგრამ მათ კონტროლი არ დაუკარგავთ“.

„ამიერიდან, „ჰუსიტების“ ყოველი გასროლა განიხილება, როგორც გასროლა ირანის იარაღიდან და ხელმძღვანელობისგან და პასუხისმგებელი ირანი იქნება, პასუხს აგებს და შედეგები საშინელი იქნება“, - წერს დონალდ ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს