მამუკა მდინარაძე - როდესაც გეუბნებიან: „დააშავე, ჯარიმას გადაგიხდი“, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა - სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა

როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, „დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას“, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა - სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჯარიმას დანაშაულის პრევენციის მიზანი აქვს და თუ პოტენციურ დამნაშავეს ეცოდინება, რომ ჯარიმას გადაუხდიან, მაშინ პრევენცია გაუქმდება.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისათვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა. არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც. ჩვეულებრივი დანაშაულში წამქეზებლობაა, რიდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით. ყველანაირი სახდელი და სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია და გამორიცხვა მოხდეს ამ რაღაც დანაშაულის თუ გადაცდომის. ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, ვინც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, სამწუხაროდ ამას აკეთებდა USAID-ი თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაცია, როდესაც ცდილობდნენ, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯარიმას აქვს პრევენციული მიზანი, ცდილობენ ეს ჩამოაშორონ, სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ