21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 18 მარტს იმსჯელებს

თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან", 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ახალგაზრდის საქმეზე სასამართლო 18 მარტს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი დღეს წაუყენეს.

უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია.

ინფორმაციისთვის, დაკავებულ ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება