მამუკა მდინარაძე - შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.

მისივე თქმით, ის რომ ადამიანს ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

„ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი.

იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. ასევე შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. ეს კიდევ სამსჯელო თემაა. ამაზე ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას.

სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე ის არის საზოგადოებისთვის და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ.

მარიხუანასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება, მხოლოდ გაყიდვის მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი