მამუკა მდინარაძე კაია კალასის განცხადებაზე - ეს არის უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ყველაზე ანტიქართული განცხადება - ამაყები ვართ, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ვერ მოგვერივნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას „ანტიქართულს“ უწოდებს.

მდინარაძის შეფასებით, კალასის განცხადება „არის უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში და ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“.

„ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება პოლიტიკოსმა დღეს თანამედროვე სამყაროში გააკეთოს. მაშინ, როდესაც (კონკრეტულ ქვეყანას არ დავასახელებ, არ მინდა, რომელიმე ქვეყანასთან მიმართებაში რაიმე ხისტი პოზიცია დავაფიქსირო) ასეულობით ადამიანი კვდება სხვაგან და ამაზე საერთოდ არანაირი პოზიცია არა გაქვს და შეიძლება რიგ შემთხვევაში პირიქითაც, ბევრჯერ გავიმეორე და გავიმეორებ კიდევ, ლაშა ტალახაძეს აგრესიის გამო ასანქცირებ, შეშფოთებული ხარ იმით, რაც არათუ შესაშფოთებელი, არამედ სწორი საქციელია დანაშაულის პრევენციისთვის, მინიმუმ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატია ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვია ორმაგი სტანდარტიდან გამომდინარე განცხადებების კეთებას. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ იმით, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ამით ვერ მოგვერივნენ და იმედია, ჩვენი საოცნებო ევროპა და ევროკავშირი, რისთვისაც ვოცნებობთ, ისეთ სახეს დაიბრუნებს და ევრობიუროკრტატები ამ იმიჯის შელახვას ვერ შეძლებენ. როდესაც ჩვენ აბსოლუტურად ობიექტურად დავიმსახურებთ, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ევრობიუროკრატებიც იქნებიან ადეკვატურები და ეს ადეკვატურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლესთან მიმართებაში. როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან... არავინ და არაფერი აზიანებს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპის შესახებ წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ბოლო დროს ევროპას, ევროპულ ღირებულებს და ევროპელ ბიუროკრატებს, როგორებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან. იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი