თეთრი სახლის პრესსპიკერი - არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ

მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მშვიდობასთან ისე ახლოს, როგორც ამ მომენტში ვართ. პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს“, - განაცხადა ლივიტმა.

კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვალ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერი ფრანგი ევროპარლამენტარის, რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა საფრანგეთს თავისუფლების ქანდაკება უნდა დაუბრუნოს.

„ჩემი რჩევა ამ უსახელო ფრანგი დაბალი დონის პოლიტიკოსისთვის იმის შეხსენება იქნება, რომ სწორედ აშშ-ის დამსახურებით არ საუბრობენ დღეს ფრანგები გერმანულად. ამიტომ, ისინი მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი დიდებული სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა ლივიტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ