ნინო ლომჯარია - ფონდების დაყადაღება არის სრულიად უკანონო - პროკურატურის განცხადება არის 1937 წლის სტილში დაწერილი რეპრესიული განცხადება

"ქართული ოცნების" მხრიდან ფონდების დაყადაღება, პირველ რიგში, იმის მანიშნებელია, რომ მათ ძალიან აწუხებთ და ადარდებთ ყოველ საღამოს საპროტესტო აქციები რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნული ქმედება რეპრესიების გაგრძელებაა.

"მართალია, ცოტა ხნის წინ, თითქოს სიცილით, ამბობდნენ, რომ აქციები ხელს არაფერში უშლით, ბიუჯეტი ივსება დაჯარიმებული ხალხის თანხებით, სინამდვილეში, აწუხებთ. აწუხებთ და უნდათ პროტესტის ყველა კერის ჩახშობა, ეს ამ შიშის გამოხატულებაა.

ეს არის გაგრძელება იმ რეპრესიების, რაც სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს, რადგან არაფერი კანონსაწინააღმდეგო ფონდებს არ ჩაუდენიათ. ეს იყო ფონდები, რომლებიც ეხმარებოდნენ პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ულუკმაპუროდ რჩებოდნენ, ჰყავთ შვილები და არ ჰქონდათ საკვების ფული, კომუნალური გადასახადების გადახდის ფული, ეხმარებოდნენ სამართლებრივად იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებოდათ იურისტები, ეხმარებოდნენ წამების მსხვერპლებს რეაბილიტაციაში და ა.შ. - ასეთი ფონდები დააყადაღეს, ეს არის სრულიად უკანონო, არანაირი სამართლებრივი დასაბუთება იმ განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არ არის. ეს არის 1937 წლის სტილში დაწერილი რეპრესიული განცხადება, მაგრამ რეპრესია, ზოგადად, კიდევ უფრო ამწვავებს წინააღმდეგობას.

ეს ფონდები ივსებოდა სოლიდარობის გამო, ივსებოდა მოქალაქეების მიერ ჩარიცხული თანხებით და ადამიანები მაინც ნახავენ გზას და საშუალებას, როგორ გააგრძელონ ერთმანეთის დახმარება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს