აქციის მონაწილეებს პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, მომიტინგეებმა კი „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს - საბოლოოდ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილიდან იძულებით გადაიყვანეს.

პოლიცია ავტომობილებით გადაადგილდებოდა გზაზე და დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებდა.

აქციის მონაწილეებმა, თავის მხრივ, წინააღმდეგობის გაწევა სცადეს და გზაზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა საპატრულო პოლიციის მანქანები არ გაეტარებინათ, საბოლოოდ, როდესაც დასუფთავების მანქანები გამოჩნდნენ, გზიდან გადავიდნენ.

"ყველგან მილიცია, არსად სამართალი" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, სტუდენტების ნაწილი პარლამენტთან მთელი ღამით აპირებს დარჩენას და პროტესტის 24-საათიან რეჟიმში გადასვლას.

ამ წუთისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები კი ტროტუარებზე გადანაწილდნენ და იქ აგრძელებენ საპროტესტო აქციას.

რუსთაველის გამზირზე, ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება