ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გაოგნებულია, დუმილის უფლებას იყენებს

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მან დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული გელა უძილაური ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ბრალდებულს შევხვდი. მასთან საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ის გაოგნებულია. კონფიდენციალურად ვერ შევხვდით, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ამასთან, ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადმოუციათ, რადგან პროცესშია გამოძიება. ბრალის წარდგენაც ხვალ იგეგმება. გამოკითხვით გამოჰკითხეს, ის მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

რომელი მუხლით წარუდგენენ ბრალს, ხვალ იქნება ცნობილი. როდესაც საქმის მასალებს გადმომცემენ და გავეცნობი მას, უფრო დეტალურად შემეძლება კომუნიკაცია. ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაზე დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. რეალურად გაოგნებული იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება