ბექა ღვაჩლიანი - ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული პროგრამა და ქვეპროგრამა მაქსიმალურად მორგებული იყოს ჩვენი დროებით დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული პროგრამა და ქვეპროგრამა მაქსიმალურად მორგებული იყოს ჩვენი დროებით დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა სამომავლო გეგმებსა და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, განათლებისა და კულტურის განვითარების სტრატეგია, ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტელექტუალურ და პროფესიულ გაძლიერებას ემსახურება.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალი პროგრამები შეიმუშავა, რომლებიც განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, დროებით დევნილი ახალგაზრდების წახალისებაზე, ხელშეწყობასა და ფინანსურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

სამინისტროს მიერ შემუშავებული სიახლეებისა და არსებული პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს, საბაკალავრო პროგრამების დაფინანსების, დოქტორანტებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერის, საზღვარგარეთ სწავლების ხელშეწყობის, სახელობითი სტიპენდიების გაცემის, წამყვან სასწავლებლებთან თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ხორციელდება. უახლოეს პერიოდში შეიქმნება რამდენიმე ახალი აპლიკაცია“, - განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა, რომლის კომენტარსაც პრესსასახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო