დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები - ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას

ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ხვალ დილით შედგება.

„პრეზიდენტ პუტინს ხვალ ვესაუბრები, რათა ჯარისკაცები გადავარჩინო, რომლებიც მძიმე ვითარებაში არიან, ფაქტობრივად შეპყრობილები არიან, რუსი ჯარისკაცების მიერ ალყაში არიან მოქცეულები. მჯერა, მე რომ არა, ახლა ისინი აქ არ იქნებოდნენ. შევძელი დამერწმუნებინა, რომ ჯერჯერობით არაფერი მოემოქმედებინათ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში, ასევე ცუდი სიტუაციაა უკრაინაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჯერ ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.

„ის, რაც უკრაინაში ხდება კარგი არ არის, მაგრამ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებას. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი