გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში - „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში - შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს მითი, თითქოს, ოპოზიციაში შეუთანხმებლობა არსებობს, თუმცა რეალურად, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაზეც შეთანხმება არსებობს, არის ის, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით გადააყენონ და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით მუდმივი მოთხოვნა სწორედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საგანგებო ნაწილია.

სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება ცალკეული გამოხტომები არის გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნები არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, რომ გაეერთიანებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში. შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა“, არა იყო გვარი მისი. ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი - ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, როლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი