პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება