რატი იონათამიშვილი - ანტინარკოტიკული რეფორმის დროს რადიკალური ოპოზიცია ნარკოდანაშაულის მხარეს დადგა - ეს არ გვიკვირს, ყოველთვის, როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს ადამიანები საქართველოს მტრულ პოზიციებს იკავებენ

ანტინარკოტიკული რეფორმის დროს რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ნარკოდანაშაულის მხარეს დადგა - ეს არ გვიკვირს, ვინაიდან, ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია, ეს ადამიანები საქართველოს მტრულ პოზიციებს იკავებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა გარედან თავს მოხვეული იყო და მას „საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული კონკრეტული, მტრული მიზნები ჰქონდა - ქართული გენოფონდის დაზიანება და სახელმწიფოს დასუსტება“.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ანტინარკოტიკული რეფორმის დროს რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ნარკოდანაშაულის მხარეს დადგა. ამ ადამიანებისგან ეს არ გვიკვირს, ვინაიდან, ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია, საქართველოს მტრულ პოზიციებს იკავებენ. მაგალითად: ომისა და მშვიდობის დროს, ისინი ომის მხარეს დგებიან; სუვერენიტეტისა და მონობის დროს, ისინი მონობის მხარეს დგებიან; ღალატისა და პატრიოტიზმის, ეროვნულობის დროს, ისინი ღალატის მხარეს ირჩევენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პასუხისმგებლობით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ვინაიდან, ისიც ფაქტია, რომ დღეს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ყველაზე განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენს. ამას, ამავდროულად ემატება ისიც, რომ ტექნოლოგიების განვითარების დროს უფრო რთულად ორგანიზებული ხდება ეს დანაშაული და ამავდროულად ახალი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება ბაზარზე, რასაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება. ამ პროცესში უმთავრესი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ვინაიდან, ნარკოტიკების გაყიდვა, არ არის მხოლოდ ერთი, კონკრეტული პირის, ან ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთი კონკრეტული პირის მიმართ, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც არყევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამიტომ, ნარკორეალიზატორებისადმი იქნება ისეთივე სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორიც მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან შედეგობრივად ეს მონათესავე დანაშაულებია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტით, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება