მარკო რუბიო - უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით

უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ან ექვსი თვის წინ ვიყავით. ეს ომი უკვე სამი წელია გრძელდება და პრეზიდენტს მისი დასრულება სურს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, გასულ კვირას საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ „უკრაინის დელეგაციისგან კარგი მხარდაჭერა მიიღეს“.

„ისინი დათანხმდნენ, რომ სროლა შეწყვიტონ და ყველაფერი ისე გაყინონ, როგორც არის, რათა ჩვენ საუბრის დაწყება შევძლოთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდეს ეს სამუდამოდ. ახლა კი, რუსების მხრიდანაც მსგავსი რამ უნდა მივიღოთ. სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გასულ კვირას პუტინს შეხვდა და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ის გარკვეული ინფორმაციით დაბრუნდა, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის პუტინთან საუბრის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება“, - აღნიშნა რუბიომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი