დავით მათიკაშვილი - სუვერენიტეტდაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან, საქართველო აწყდება გავეშებულ, გამძაფრებულ შემოტევას, მტრულ ნაბიჯებს - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ქმედებებიც ამ სამწუხარო განწყობის ასახვაა

ფაქტობრივად, სუვერენიტეტდაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან, საქართველო აწყდება რაღაც გავეშებულ, გამძაფრებულ შემოტევას, მტრულ ნაბიჯებს - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ქმედებებიც არის კარგი ასახვა იმ სამწუხარო განწყობის, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩვენკენ მოედინება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ „ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ეწვევა და ოპოზიციასთან შეხვედრებს გამართავს“.

მისი თქმით, გასაკვირი არაფერია, თუკი ლანდსბერგისი „დიფ სთეითის“ მიერ მართულ რადიკალურ ფლანგს შეუერთდება.

„ეს პოლიტიკოსი თუ „ვაი პოლიტიკოსი“ არც პოლიტიკაში აქტიურად ყოფნის და სტატუსის პირობებში ქმნიდა რაიმე ფორმით ობიექტურობის და სამართლიანობის შთაბეჭდილებას და დღესაც, როცა ეს სტატუსი არ აქვს, მოგვეცით უფლება, ეჭვი შევიტანოთ საერთოდ, მისი ქმედებების რაციონალურობაში, სამართლიანობაში, ჩვენი ქვეყნისადმი ლოიალურ და კეთილგანწყობაში. პირდაპირ შეგვიძლია მტრული განწყობა ვუწოდოთ მის მიერ საქართველოში ანტისამთავრობო მიტინგზე ყოფნას. ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა. დღესაც, თუკი ის შეუერთდება იმ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ ფლანგს, რომელსაც რადიკალები ჰქვია, მაშინ გასაკვირი ნამდვილად არაფერი იქნება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის რომ იყოს ცხადი, ფაქტობრივად, სუვერენიტეტდაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან, საქართველო აწყდება რაღაც გავეშებულ, გამძაფრებულ შემოტევას, არამეგობრულ, მტრულ ნაბიჯებს და ამ კონკრეტული პიროვნების ქმედებებიც არის კარგი ასახვა იმ სამწუხარო განწყობის, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩვენკენ მოედინება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება