დიმიტრი პესკოვი - პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხს განიხილავენ

პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარკვეული დისკუსიები ნამდვილად შედგა. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა, მოლაპარაკებები სტამბოლშიც გაიმართა და ადრე პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარიც იყო. მაგრამ სხვა უამრავი შეკითხვა არსებობს, მათ შორის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ. ეს ყველაფერი პრეზიდენტებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედში (თბილისის დროით 17:00-19:00 საათი) გაიმართება.

„ეს ნამდვილად მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება. ლიდერები იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება