ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომის წელს დასრულება სურს

უკრაინას ომის წელს დასრულება სურს და ელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ თუ ის უარს იტყვის, უკრაინელები მზად არიან, წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Firstpost-ს განუცხადა.

„გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება. ჩვენ ყველას ეს სტრატეგიული მიზანი გვაერთიანებს - მივაღწიოთ სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას. ველით, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რათა მსოფლიო ასპარეზზე სხვა აქტორებმაც არ იმოქმედონ ისე, როგორც რუსეთი მოქმედებს.

„ეს ომი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის აღდგენას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა - დიპლომატიური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა - რათა უკრაინაში სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და ვერცერთი სტრატეგიული ტერიტორია ვერ დაიკავა.

„ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა და გავათავისუფლეთ ოკუპირებული ტერიტორიების 50%, მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა შავ ზღვაში და შევზღუდეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობები და რუსეთს არც ერთი სტრატეგიული ტერიტორია არ დაუკავებია“, - განმარტა უკრაინელმა დიპლომატმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება