მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლის, ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც თავად მოსამართლემ არ გაიზიარა

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც თავად მოსამართლემ არ გაიზიარა.

ადვოკატების განმარტებით, ნინო სახელაშვილს არ აქვს შესაბამისი იურიდიული განათლება, აკრძალული აქვს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა და „ჩართულია მზია ამაღლობელის უკანონო დევნაში“, რაც მისი აცილების საფუძველია.

„გიდასტურებთ, რომ სასამართლოს ამ შემადგენლობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით არ აქვს ჩაბარებული გამოცდა, თუმცა მათ ვერ მიუთითეს ვერცერთ კანონის ნორმაზე, სადაც მსგავსი ჩანაწერი ან მოთხოვნა არსებობს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს ამ შემადგენლობას, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაბარებული აქვს კერძო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ამის შემდეგ, მოქმედი კანონის შესაბამისად, ჩარიცხული ვარ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დეტალურად გავიარე ყველა ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელიც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არის საჭირო. მინდა საზოგადოებას და დაცვის მხარეს განვუმარტო, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, არცერთი კანონის ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამოცდა. ასევე, ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს, რომ მას არ ჰქონდეს უფლებამოსილება, თუ მან ყველა ეტაპი გაიარა. იმ სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც სამოსამართლეო საქმიანობისთვის და მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისთვის არის საჭირო, ყველა კრიტერიუმი სასამართლოს მხრიდან არის გავლილი და ამის შესახებ ინფორმაცია, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის მაღალი ინტერესი, არსებობს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ის საკითხი და არგუმენტი, რაზეც დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული განჩინება ცალკე არ საჩივრდება, შეგიძლიათ გაასაჩივროთ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“,- განაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან