იანოშ ბოკა - უნგრეთი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპული საბჭოს დასკვნას უკრაინასთან დაკავშირებით მხარს არ უჭერს

უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ევროპული საბჭოს დასკვნის ტექსტის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია უკრაინის დახმარების საკითხზე, მათ შორის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივაზე, - ამის შესახებ უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დოკუმენტის პროექტის ნაწილი, რომელიც უკრაინას ეხება, არ შეესაბამება უნგრეთის სტრატეგიულ ხედვას ევროპული უსაფრთხოების შესახებ.

„ის ნაწილი, რომელიც ეხება უკრაინას, რამდენიმე პუნქტში ეწინააღმდეგება უნგრეთის სტრატეგიულ ინტერესებს და სტრატეგიულ ხედვას, თუ როგორ უნდა შეიქმნას ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა იანოშ ბოკამ.

მისი მტკიცებით, დიდი ალბათობით, 6 მარტის სცენარი განმეორდება და დასკვნაში მხოლოდ უკრაინის შესახებ დისკუსია იქნება ნახსენები და იქნება სხვა ტექსტი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული საბჭოს 20-21 მარტის შეხვედრის დასკვნის ტექსტზე დახურული მოლაპარაკებების დროს უნგრეთმა კვლავ მოითხოვა, რომ ტექსტში უკრაინის მხარდაჭერა ნახსენები არ იყოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი