რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი - რუსეთი კოსმოსში თანამშრომლობის პერსპექტივებს ილონ მასკთან განიხილავს

რუსეთი კოსმოსში თანამშრომლობის პერსპექტივებს ილონ მასკთან განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„ჩვენ „როსკოსმოსის“ ახალ ხელმძღვანელთან კოსმოსური მიმართულებით ამერიკელებთან ერთად მუშაობის იდეა უკვე განვიხილეთ. მასკთან ერთად მუშაობა მხოლოდ მარსზე გაფრენის შესახებ იდეას წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს დიალოგი გაგრძელდება“, - განაცხადა კირილ დმიტრიევმა.

მისი თქმით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან უახლოეს მომავალში გაიმართება.

„გვჯერა, რომ მასკი უნიკალური ლიდერია, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით კაცობრიობის წინსვლაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება