მაია მწარიაშვილი - ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! - ვისაც საღი აზრი და  გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება

ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარემ საქმის განხილვისას ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა.

„წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აიღო და დაცვის ყველა მტკიცებულება ამოყარა საქმიდან: მიიჩნია, რომ 18 მოწმე არ უნდა გამოვკითხოთ, ასევე, 19 ვიდეოკადრი, არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება... დაცვის ყველა მტკიცებულება ამ მოსამართლემ დაუშვებლად ცნო სწორედ იმიტომ, რომ არ მოუსმინოს ჩვენს მოწმეებს, რომლებსაც უნდა ესაუბრათ საპოლიციო ძალადობებზე. ბესელიასთან ეს ინციდენტი გარკვეული მოქმედებების შედეგია. ამ გარკვეული მოქმედებების მტკიცებულებები რაც იყო, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო და ერთიანად ამოყარა. სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო დაეშვა ჩვენი საჩივარი, მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილში.

ბრალდებას ამ საქმეში არ აქვს არაფერი. ვიდეომტკიცებულების წარმოდგენაც კი ვერ გაბედა, ვერ გარისკა. მხოლოდ „აჭარის ტელევიზიიდან“ ამოიღო 44 წამიანი კადრი... მეტი კადრი არ აქვს „აჭარის ტელევიზიას“, უამრავი კადრი აქვს და დღესაც დევს ეს კადრები, მაგრამ ბრალდებას ეშინია ნებისმიერი კადრის მოტანის.

ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები არის ნული, ნულს ქვევით, მზია არის უდანაშაულო! ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ის ჩვენი ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება