ელენე ხოშტარია - გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც დაყადაღებული ფონდების, ასევე, პროტესტის ყველა მონაწილის მიმართ, რომელიც 111 დღეა ევროპული მომავლისთვის იბრძვის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მოიძიებენ სოლიდარობის და თანადგომის ფორმებს არა მხოლოდ დაყადაღებული ფონდების მიმართ, არამედ „ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.

როგორც ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, „რეჟიმს ეშინია“ ერთობის, პროტესტის და სოლიდარობის.

“მსგავსი ფონდები, მსგავსი აქტიურობა არის ის ფასეულობები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ბრძოლა თავისუფლებისთვის. ვერცერთმა რეჟიმმა, ვერც დაჭერით, ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ზარებით ვერაფრით დააშინა ჩვენი მოქალაქეები, ამან ავტომატურად გამოიწვია უდიდესი სოლიდარობის მოძრაობა. სოლიდარობის სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გვერდით დამდგომოდნენ ყველას, ვისაც რეჟიმი ებრძვის. ახლა ამ ფონდებს თანადგომა სჭირდებათ და მათ ეს თანადგომა ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტის და ჩვენი სოლიდარობის. ამიტომ, გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, ისევე როგორც ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება