თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძის ადვოკატის შუამდგომლობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის  მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აქტივისტ თემურ ქათამაძის ადვოკატის შუამდგომლობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

დღევანდელ პროცესს თვითონ თემურ ქათამაძეც ესწრებოდა. მოპასუხე მხარეს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ ისაუბრა საია-ს იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა, რომელიც ქათამაძის უფლებებს იცავს.

როგორც მან განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, რომელიც უკვე საბოლოო ინსტანციას წარმოადგენს.

მისი თქმით, ამიტომ, ახლა, სააპელაციო სასამართლოს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, მიანიჭოს თემურ ქათამაძეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.

“თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, შესაბამისად, არ გაუქმდა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვისა და ჰუმანიტარული სტატუსის უარის თქმის თაობაზე და არ მიენიჭა მას აღნიშნული სტატუსი. სასამართლო პროცესზე ჩვენ, მათ შორის ვითხოვდით მოწმეების დაკითხვასაც, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ საფუძვლებს, რაც წარმოადგენს თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილისა ან ჰუმანიტარულის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სასამართლომ მოწმების დაკითხვის თაობაზეც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი გვითხრა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თემურ ქათამაძის საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობები არ კმაყოფილდება. ასევე ვითხოვდით სხდომის გადადებას შემდგომში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, რადგანაც ამ ეტაპზე, შესაბამისი უწყებებისთვის მიმართული გვაქვს ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა მათ ეს ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებიათ. აქედან გამომდინარე, ვითხოვდით, რომ გადადებულიყო პროცესი, თუმცა წარდგენილი მტკიცებულებებითაც და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითაც დასტურდებოდა ის გარემოებები, რაც წარმოადგენს ზოგადად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველს, მაგრამ სასამართლომ, ეს არ გაითვალისწინა”, - განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, ვიდრე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს, შეჩერებულია თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების საქმის წარმოება.

“ამ ადამიანისთვის ამ სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მას ემუქრება ქვეყნიდან გაძევება. ქვეყნიდან გაძევების შემთხვევაში, იმ საფრთხეებს უთითებს, რაც შეიძლება თურქეთში წარმოიშვას. ჩვენ სასამართლოში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულება, რომ მის წინააღმდეგ არსებობს დაკავების ბრძანება. მსგავსი ეთნიკური უმცირესობების ლიდერების მიმართ თურქეთში არსებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუნდაც საპატიმრო სივრცეებში დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოვითხოვდით მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას”. განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია