გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული - შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი, შიში მქონდა, პოლიციას რაიმე არ დაეშავებინა, არ გაველახე - გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა, ყველაფერი ვაღიარე

შიშიც მქონდა, პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე, ან მსგავსი რამ არ ყოფილიყო - გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა მინდოდა. ვაღიარე ყველაფერი, - ამის შესახებ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა, ლუკა შენგელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „შეშინებული და აფორიაქებული“ იყო.

„შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი…იმის შიშიც მქონდა, პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე, ან მსგავსი რამ არ ყოფილიყო. ამ მიზნით ჩემს ახლობელს დავუკავშირდი და ჩემს ახლობელთან ერთად ჩავბარდი. მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარე ყველაფერი”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებულ ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება